სიტყვა, რომელიც უნდა იცოდე
Hallo!

შენ საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორის საიტზე ხარ. ალბათ, გაინტერესებს ეს რას ნიშნავს:

ვირტუალური მობილური ოპერატორი არსებულ ბაზარზე ახალ ალტერნატივებს აჩენს უფრო მისაღები ფასით, მომხმარებელზე მორგებული პაკეტებით და მაღალი ხარისხით, რომელსაც ის უკვე არსებული  ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს. კავშირის სამყაროში Hallo-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და ყველანაირი ტიპის ადამიანს ახალ, უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს!

ვინ ვართ ჩვენ?

ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება – პიროვნება წინა პლანზე გადმოდის და საზოგადოებაში თავს თავისი უნიკალურობით იმკვიდრებს. აქედან გამომდინარე, ერთმანეთთან დაკავშირების, საკუთარი აზრების, შემოქმედების, პოზიციის გაზიარების აუცილებლობაც მატულობს. ჰალოს მთავარი მიზანი ყველანაირი ტიპის, მოთხოვნისა და ეროვნების ადამიანის დაკავშირება, არსებული და ახალი ურთიერთობების ხელშეწყობა და თქვენი სიტყვის კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერებაა!  ჩვენ გთავაზობთ ისეთ სერვისს, რომელიც იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი , ყველაზე მორგებული, საუკეთესო ფასითა და საუკეთესო ხარისხით, რომელიც კიდევ უფრო მარტივს გახდის კომუნიკაციას და , რომლისთვისაც, მხოლოდ ერთი სიტყვა-Hallo-ა საჭირო.

Go Top