
“Hallo” – არსებული ოპერატორების ალტერნატივა იქნება უფრო მისაღები ფასით, მომხმარებელზე მორგებული პაკეტებით და მაღალი ხარისხით. კავშირის სამყაროში “Hallo”-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და ყველანაირი ტიპის ადამიანს ახალ შესაძლებლობებს და მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს, კომპანია სერვისის მიწოდება უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს.
“Hallo-ს მიზანია შექმნას მარტივი, ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთელი ქვეყნისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებელი სწრაფად შეიყვარებს ჩვენს ბრენდს და “Hallo”-ს მომსახურება მათი ყოველდღიურობის საიმედო მეგზური გახდება” – აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი მირიანაშვილი.
ქსელმა უკვე გაიარა სატესტო რეჟიმი და მუშაობა სრული დატვირთვით Hallo-ს ბრენდით დაიწყო. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ნომრები დაიწყება ინდექსით – 500.
“Hallo”-ს პირველი მომსახურების ცენტრი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. #66-ში, რომლის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
Hallo – უსასრულო კავშირისთვის!